სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის გაზაფხულის სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2012 წლის 16-18 მარტს აბასთუმანში ატარებს გაზაფხულის სკოლას თემაზე - „იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შედგენის ტექნიკა“.

სამი დღის განმავლობაში სკოლის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინტენსიური სემინარები. სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად შეისწავლონ იურიდიული პირების დაფუძნებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენა და რეგისტრაციის პროცედურები.

სკოლის მონაწილეები ასევე გაეცნობიან უცხოური კომპანიების რედომიცილებასთან (გადმოტანასთან) დაკავშირებულ და უცხოური კომპანიების ფილიალების გახსნის საკითხებს საქართველოში.

სემინარებს ჩაატარებენ აღნიშნულ საკითხებში კომპეტენტური პირები - საჯარო რეესტრისა და კერძო იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის საფეხურის სამართლის ფაკულტეტის (სკოლის) სტუდენტებს.

სკოლის მონაწილენი შეირჩევიან წარმოდგენილი CV-ს  და გასაუბრების საფუძველზე.

პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტებმა, უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაცია, არა უგვიანეს 29 თებერვლისა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტა: iliauniwinterschool@gmail.com

გასაუბრება ჩატარდება 1 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32), A405 აუდიტორიაში.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორებს:
ლევან ჯგერენაია (მობ.: 598 18 00 25);
ანა ვაშალომიძე (მობ.: 598 15 77 51).

ბანერები