სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ჩართვა სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის პროცესში

2011 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა, რაც მიზნად ისახავს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, თანამენდროვე დანაშაულების გათვალისწინებასა და დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფას. სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი.
 
იუსტიციის სამინისტრო იწვევს სტუდენტებს მიიღონ უშუალო მონაწილეობა სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლისა და დახვეწის პროცესში. თითოეულ დაინტერესულ სტუდენტს არჩეული ჯგუფის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა გამოთქვას თავისი მოსაზრება, შენიშვნა, შემოთავაზება. იუსტიციის სამინისიტრო მზად არის, ღია, აქტიური თანამშრომლობისათვის ახალგაზრდა თაობასთან, რომელიც უთუოდ დიდ წვლის შეიტანს ქვეყნის კანონმდებლობის რეფორმაში.
 
სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე და მეოთხე წლის (კურსის) სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა ზემოხსსენებული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში გთხოვთ დაუკავშირდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანატს ამა წლის 10 ოქტომბრამდე.
 
საკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე.

ბანერები