სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის ანგარიში

პირველ რიგში, მსურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სახელით  მოგესალმოთ.

როგორც იცით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაარსდა 2010 წელს ბიზნეს სამართლის ფაკულტეტის ორ დამოუკიდებელ, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტად დაყოფის შედეგად. სამართლის ფაკულტეტზე ამჟამად სწავლობს 968 სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობა წინა ორ წელთან შედარებით მზარდია. 2013 წელს ფაკულტეტი გეგმავს გადასცდეს 1000 სტუდენტიან ზღვარს ისე, რომ შენარჩუნებულ და რიგ შემთხვევაში ამაღლებულ იქნას განათლების ის ხარისხი, რომელსაც ვთავაზობთ სტუდენტებს.

თქვენ წინაშეა 2012 წლის საფაკულტეტო მოვლენათა და ღონისძიება-აქტივობათა შესახებ მცირე ანგარიში, რომელიც დაინტერესებულ პირს შეძლებისდაგვარად გააცნობს 2012 წლის განმავლობაში ,,საფაკულტეტო ცხოვრების’’ შესახებ ინფორმაციას.

2012 წელი სამართლის ფაკულტეტისთვის იყო წარმატებული და ნაყოფიერი წელი, როგორც დასაქმებულ პირთათვის, ისე სტუდენტებისთვის, რაც გამოიხატა იმ ღონისძიებათა სიმრავლესა და მაღალ ხარისხში, რომელნიც შეთავაზებულ იქნა სტუდენტებისთვის.

ვიმედოვნებ, რომ მომავალ წლებში წარმოდგენილი ანგარიშები განიცდის მუდმივ სრულყოფას, როგორც განხორციელებული ღონისძიებების შინაარსის, მნიშვნელობისა და რაოდენობის, ისე ფაკულტეტის ყოველდღიური ცხოვრების შედეგების საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით.სამართლის ფაკულტეტის დეკანი,

სამართლის დოქტორი, პროფ.
გიორგი გ. თუმანიშვილი

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=__m4zmwH2pY

2013 წლის ანგარიში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან

ბანერები