სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტი სამაგისტრო პროგრამა კერძო (ბიზნეს) სამართალში

პროგრამის მიზანია მაგისტრის მომზადება კერძო (ბიზნეს) სამართლის მიმართულებით, რომელიც შეძლებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას და დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევას. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულის აღჭურვა ეროვნული სამართლებრივი სივრცის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციით. სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია, როგორც კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვაზე. შესაბამისად კურსდამთავრებული მზად იქნება სურვილის შემთხვევაში განაგრძოს სწავლა უმაღლესი განათლების სადოქტორო საფეხურზე და ამავდროულად განახორციელოს უშუალო პრაქტიკული საქმიანობა.

პროგრამა უზრუნველყოფს კერძო (ბიზნეს) სამართლებრივი საკითხების ცოდნა-გაცნობიერებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების სწავლებას. სტუდენტი დაეუფლება იურისტისათვის აუცილებელ მეთოდებს და შეიძენს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, კომუნიკაციისა და სწავლების უნარს. სამართლებრივი ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარს.

სტუდენტები სწავლის დროს მონაწილეობას მიიღებენ როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში (ისწავლიან იურიდიული შინაარსის მქონე დოკუმენტების შედგენას), გაივლიან პრაქტიკას (სტაჟირებას) მათი ინტერესების შესაბამისად.

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო ზოგადი (კვლევის) მოდული - 48 კრედიტი;
  • სავალდებულო პრაქტიკული კომპონენტი 12 კრედიტი;
  • ძირითადი საგნების მოდული 30 კრედიტი;
  • არჩევითი  კურსები 30 კრედიტი.

კვლევის 48 ECTS კრედიტიანი კომპონენტი რომელთაგანაც 30 ECTS კრედიტი განსაზღვრულია სამაგისტრო ნაშრომისათვის, 6 ECTS კრედიტიანი სასწავლო საგნისაგან - აკადემიური წერა, 6 ECTS კრედიტიანი სასწავლო საგნისაგან - შესავალი კვლევის მეთოდებში და კვლევითი პროექტისაგან, რომლის საკრედიტო წონაც ასევე 6 ECTS კრედიტია.

  • 12  ECTS  კრედიტიანი პრაქტიკული კომპონენტისგან. პრაქტიკული კომპონენტი თავის მხრივ, შედგება ორი ნაწილისაგან და შესაბამისად ისწავლება ორი სემესტრის განმავლობაში (თითოეული ნაწილის საკრედიტო წონა შეადგენს 6 ECTS კრედიტს). იგი მიმართულია პირთა ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობაზე ორიენტირებულ კონსულტირებაზე (ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში სტუდენტთა პრაქტიკული მომზადების ცენტრის (კლინიკა) ბაზაზე;
  • 30 ECTS კრედიტიანი ძირითადი საგნების მოდულისაგან. ამ მოდულში გაერთიანებულია ის ძირითადი სასწავლო საგნები, რომელთა სიღრმისეული ცოდნა და გააზრება აუცილებელია კერძო (ბიზნეს) სამართლის პროგრამის სტუდენტისათვის. ეს საგნებია: თანამედროვე შრომის სამართლის შიდასახელმწიფოებრივი და შედარებითსამართლებრივი ასპექტები; სახელშეკრულებო სამართალი და ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა; საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები; საგადასახადო სამართალი; თანამედროვე საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო სამართალი.
  • დარჩენილი 30 ECTS  კრედიტი სტუდენტმა უნდა (დააგროვოს) არჩევითი კურსების მოდულიდან. ამ მოდულში სტუდენტისათვის შეთავაზებულია 84 ECTS კრედიტის საგანი, რომელთაგან მან წარმატებით უნდა გაიაროს 5 სასწავლო საგანი. ამ მოდულში თიოეული საგნის საკრედიტო წონა არის 6 კრედიტი. იხ. მიმაგრებული დოკუმენტი

სწავლების მეთოდები:
პროგრამის ფარგლებში საგნის სწავლებისას, გამოიყენება შედარებით-სამართლებრივი, ისტორიულ-სამართლებრივი და სამართლებრივ-ლოგიკური ანალიზის მეთოდები. ლექციის წარმართვისას გამოიყენება კლასიკური ლექციისა ან/და სემინარის მეთოდები. სამართლის ფაკულტეტზე პროფესორები, მოწვეული ლექტორები/სპეციალისტები იყენებენ ელექტრონული (დისტანციური) სწავლების მეთოდებს და მოწვეული ლექტორის/სპეციალისტის მეთოდს, პროფესორები, მოწვეული ლექტორები/სპეციალისტები ინდივიდუალურად (ასევე მცირე და საშუალო სიდიდის ჯგუფებში - ტუტორიალი) ხვდებიან სტუდენტებს, რაც ხელს უწყობს, როგორც დარგობრივ, ისე ინტერდისციპლინურ სწავლებას და უზრუნველყოფს ინფორმაციის ეფექტიან ურთიერთგაცვლას.

სტუდენტს საშუალება აქვს ლექციების უმრავლესობას მოუსმინოს და შეხედოს ონლაინ რეჟიმში. უნივერსიტეტის ვიდეო ლექციების პროტალზე.
 
დასაქმების პერსპექტივები:
დასაქმების სფერო განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების შესაბამისად. ცალკეულ პროფესიაში „შესვლის“ წინაპირობაა სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდა. კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სადოქტორო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე. კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის დასაქმების სფერო საკმაოდ ფართოა.

მიღების წესი
პროგრამაზე სწავლების უფლებით სარგებლობენ პირები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა და ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას (წერითი გამოცდა - კაზუსი და ესე) სპეციალიზაციაში - სამოქალაქო (კერძო) სამართალი, ხოლო შემდგომ გაივლიან გასაუბრებას. შიდასაუნივერისტეტო გამოცდის შესაბამისი ინფორმაცია დაიდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
პროფესორი გიორგი გ. თუმანიშვილი
მობ.: 577-771-774
ელ. ფოსტა: georgetumanishvili@iliauni.edu.ge

ბანერები