სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის დოქტორ ლუვ რონელიდის სემინარი

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორიაში გაიმართება სამართლის დოქტორის, ლუვ რონელიდის სემინარი შემდეგ თემებზე: „საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და ეკონომიკური განვითარება ზეგავლენა მიმდინარე გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე“, „ადამიანის უფლებების როლი მწვანე ტრანზიციის პერიოდში”.

ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრისა და სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

მომხსენებელი მიმოიხილავს დღევანდელ ცვალებად გარემოში გლობალურ ინვესტიციებსა და ეკონომიკურ პროგრესს შორის კავშირს, ასევე როგორ მოქმედებს საერთაშორისო კანონები ინვესტიციებსა და ეკონომიკაზე მთელ მსოფლიოში და რა როლს თამაშობს დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევები მდგრადი ეკონომიკის ზრდაში; ისაუბრებს ადამიანის უფლებების გადამწყვეტ როლზე მწვანე მომავლის მშენებლობაში, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებებისთვის ეკოლოგიურად სუფთა პოლიტიკას და როგორ შეუძლია ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას უფრო მდგრადი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

სემინარის სადისკუსიო ნაწილში შესაძლებელი იქნება თემის პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარების გზების ძიება.

მომხსენებელი

  • ლუვ რონელიდი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი

მოდერატორი

  • დავით მაისურაძე, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის დირექტორი

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/46b3xskd

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 20 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები