სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სალექციო კურსი "კონსტიტუცია და დემოკრატია" დაიწყო

დასრულდა მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ გამოცხადებულ სალექციო პროგრამაზე - "კონსტიტუცია და დემოკრატია".
პარასკევს, 6 დეკემბერს, 19 სთ-ზე, ჩატარდება პირველი ლექცია თემაზე - კონსტიტუციური კონტროლი: კონფლიქტი დემოკრატიის პრინციპებთან (აუდიტორია B102)

ლექციას ჩაატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლე  -  ქეთევან ერემაძე.

ხანგრძლივობა:  1:30 სთ.

ლექციას დაესწრებიან მხოლოდ პროგრამის ფარგლებში წინასწარ დარეგისტრირებული და შერჩეული მონაწილეები.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი.

ბანერები