სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ შემოდგომაზე ილიაუნის სამართლის სკოლა ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით გეგმავს საინფორმაციო შეხვედრას სამართლის სკოლის იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებას აპირებენ. შეხვედრის მიზანია, გამოცდების ჩაბარების მსურველებისთვის გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, ილიაუნის სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 12 ივნისიდან  30 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე, სამართლის სკოლის დეკანატში, A401 ოთახში (მის.:ჭავჭავაძის N32).

ბანერები