სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საგაზაფხულო სკოლა - "პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება"

2013 წლის 26, 27 და 28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ატარებს სამ დღიან ტრენინგს ყაზბეგში, თემაზე - "პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება".

მომხსენებლები: ქეთევან ჩომახაშვილი, ლონდა თოლორაია და ნათია მეზვრიშვილი. საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის III და IV კურსის სტუდენტებს. რეგისტრაცია იწარმოებს 2013 წლის 8 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: miriani_arishvili@iliauni.edu.ge აპლიკანტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, ტესტირებისა და გასაუბრების გზით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 598 33 44 43 - მირიანი

ბანერები