სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საგაზაფხულო სკოლა - „პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და სტუდენტთა ორგანიზებით ამა წლის 26, 27 და 28 აპრილს სტეფანწმინდაში გაიმართა სამ დღიანი ტრენინგი თემაზე - „პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება.“ ტრენინგს უძღვებოდნენ ქეთევან ჩომახაშვილი, ლონდა თოლორაია და ნათია მეზვრიშვილი. საგაზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევა მოხდა ტესტირებისა და გასაუბრების მიხედვით. მაღალი კონკურენციის პირობებში აირჩა ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე და მეოთხე კურსის საუკეთესო სტუდენტები.

ტრენინგის პირველ დღეს სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების არსის, დადებითი და უარყოფითი მხარეებისა და დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. ასევე თუ რა განსხვავებაა პროკურორის დიკსრეციულ უფლებამოსილებასა და საპროცესო შეთანხმებას შორის.

ტრენინგის მეორე დღეს მოწვეულმა ლექტორებმა სტუდენტებს გააცნეს არასრულწლოვანთა განრიდება/მედიაციის არსი და პროცედურები, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები, არასრულწლოვანთა განრიდების სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე სრულწლოვანთა განრიდების არსი და პროცედურა, აგრეთვე თუ რა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები არსებობს სრულწლოვანთა მიმართ. სტუდენტებში დიდი დაინტერესება მოახდინა იმ ინფორმაციამ, თუ როგორ ხდება ეს ყოველივე პრაქტიკაში და რა საკითხებს, დეტალებს ექცევა ყურადღება პროკურორების მიერ, მათი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში.

მესამე დღეს სტუდენტები დაიყვნენ გუნდებად და განიხილეს ქეისები, მოახდინეს თავიანთი გუნდების პრეზენტაცია. საგაზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტებს  გადაეცათ სერტიფიკატები ტრენინგის წარმატებით გავლისათვის.

ბანერები