სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საგაზაფხულო სკოლა "ინტელექტუალური საკუთრების უფლებები საქართველოში”

2011 წლის 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე, სტეფანწმინდაში სამართლის ფაკულტეტის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებისა  და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საგაზაფხულო სკოლა სახელწოდებით: ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებები საქართველოში”.

პროექტში მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარებსა და დებატებში. სემინარების ბოლოს სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ითვალისწინებდნენ შემდეგ აქტუალურ საკითხებს: ქართული ცეკვების, საკვებისა და ტრადიციული ჯიშების დაცვის სხვადასხვა გზები, ასევე საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საშუალებები.

სემინარები ჩატარდა უშუალოდ ,,საქპატენტის” თანამშრომლების მიერ (გიორგი ქურდიანი, ზვიად მათიაშვილი და ირაკლი კასრაძე). სემინარებზე განხილული თემები ეხებოდა სასაქონლო ნიშნებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, ადგილწარმოშობის დასახელებებს, პატენტებსა და საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. მაისის თვეში იგეგმება საგაზაფხულო სკოლაში მონაწილე ყველა სტუდენტისათვის სერტიფიკატების საზეიმო გადასცემა.

ბანერები