სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება სტუდენტური საერთაშორისო ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში. ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები (დოქტორანტურის საფეხურის გარდა). საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენის ვადაა ა.წ. 20 სექტემბერი, თითოეული უნივერსიტეტი შეარჩევს სამ სტუდენტურ ნაშრომს. რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა სამი კონკურსანტი. ფინალური ეტაპი გაიმართება ქ.ბათუმში, არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.

სტუდენტური ნაშრომებისადმი წაყენებული მოთხოვნები, ოლიმპიადის ჩატარების ეტაპები და ვადები დეტალურად გაწერილია “ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში” საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადის დებულებაში.

დებულება იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში. >>

ბანერები