სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო პროექტის „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიება

ახალი ამბები

26-28 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ პარტნიორ ორგანიზაციებსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით გამართა საერთაშორისო პროექტის „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიების გახსნაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ, ნიდერლანდების ბიზნესის აკადემიის რექტორმა იან ვან ზვიეტენმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.

პანელურ განხილვაზე დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის საშუალების, განვითარების ტენდენციებზე და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში სასამართლოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების როლს.

ღონისძიებაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ნიდერლანდების ბიზნესის აკადემიას შორის.

ასევე გაიმართა ნიდერლანდების ბიზნესის აკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მედიაციის ტრენინგები, რომლებშიც მოქმედ მედიატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულმა სტუდენტებმა.

პროექტში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის მიერ, საქართველოს გარდა ნიდერლანდების, ესპანეთის, ლატვიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.

2022 წელი

ბანერები