სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო შეხვედრა/ტრენინგი საარჩევნო სამართლის საკითხებზე

სამართლის სკოლის სტუდენტთა საყურადღებოდ.
საჯარო შეხვედრა/ტრენინგი საარჩევნო სამართლის საკითხებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი   იწყებს  პროექტს  ”არჩევნები და  არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა”. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და  ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.

დასწრების  მსურველები დარეგისტრირდნენ 402 ოთახში, არაუგვიანეს  27 მაისამდე, ადგილები  შეზღუდულია,   რეგისტრაციისათვის სტუდენტებმა  თან  იქონიონ პირადობის  მოწმობა, ჯგუფები  დაკომპლექტდება მაქსიმუმ 20 სტუდენტისაგან, სემინარის  ხანგრძლივობა  იქნება ერთი საათი, სემინარში მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა  სერტიფიკატები.

დარეგისტრირებულ  სტუდენტებთან  შეხვედრა  შედგება 29 მაისს, ოთხშაბათს, 17:00  საათზე,A 408  და 30 მაისს,ხუთშაბათს, 13 :00 საათზე  A 406 აუდიტორიაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით  2 22 16 37.სამართლის  სკოლის  ადმინისტრაცია.

ბანერები