სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექციების ციკლის „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“ გახსნის ღონისძიება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი  პლატფორმა „კომენტარის“ ორგანიზებით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

4 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის გახსნის ღონისძიება, რომელზეც პროექტის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გიორგი გვილიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სწავლების მიმართულებით, ლილია ჩიხლაძემ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამის კოორდინატორმა, და სოფო ვერძეულმა, პლატფორმა „კომენტარის“ რედაქტორმა სამართლის პოლიტიკის მიმართულებით.

ილიაუნისა და პლატფორმა „კომენტარის“ პროექტი მსმენელთა მეორე ნაკადს მასპინძლობს. მისი მიზანია თავი მოუყაროს ქართველ მკვლევართა მოხსენებებს კრიტიკული სამართლის შესახებ, მისცეს მათ საშუალება, აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი მიგნებები, შექმნას სივრცე ანალიზისა და დისკუსიისთვის. 

 2024

ბანერები