სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექციების ციკლი „სამართლის კრიტიკული თეორია – პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით იწყებს საჯარო ლექციების მეორე ციკლს „სამართლის კრიტიკული თეორია პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“.

პროექტის მიზანია, იმსჯელოს შემდეგ კითხვებზე: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართება ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აკისრია მას გლობალურ წესრიგში? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კონცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პესპექტივიდან? რას გვეუბნება სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია? რას ამბობს კრიტიკული თეორია სოციალურ წესრიგსა და საპოლიციო ძალაუფლებაზე?

ლექციების ციკლის ამოცანაა კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ ქართველ მკვლევართა მოხსენებების თავმოყრა.

ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის გახსნის და შემაჯამებელი ღონისძიებები.

ციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის.

ლექციები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 11 აპრილიდან  20 ივნისის ჩათვლით

დრო: 19:00-21:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ლექციების ციკლი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

2024

 

ბანერები