სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექციების ციკლი „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“

ღონისძიებები

12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანალიტიკურ პლატფორმა „კომენტართან“ პარტნიორობით იწყებს საჯარო ლექციების ციკლს „სამართლის კრიტიკული თეორია - პერსპექტივა კრიზისის შემდეგ“.

ლექციების ციკლის მიზანია, იმსჯელოს შემდეგ კითხვებზე: რა არის კრიტიკული თეორია? როგორ მიემართებიან ერთმანეთს სამართლებრივი რეალიზმი და კრიტიკული სამართლის მოძრაობა? რას ნიშნავს ახალი კონსტიტუციონალიზმი და რა როლი აქვს მას გლობალურ წესრიგთან? რაში გამოიხატება დემოკრატიის კრიზისი? რა არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა? რას გვთავაზობს იურიდიფიკაციის კოცენფცია მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაციისთვის? როგორია თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა კრიტიკული თეორიის პერსპექტივიდან? რას გვეუბნებიან სამართლის ფემინისტური თეორიები? საიდან ამოდის და რას ეყრდნობა კრიტიკული კრიმინოლოგია?

პროექტის ამოცანაა თავი მოუყაროს ქართველი მკვლევრების მოხსენებებს კრიტიკული სამართლის კონცეფციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ლექციების ეს ციკლი ასეთი მასშტაბის პირველი ღონისძიებაა, რომელიც კრიტიკული სამართლის თეორიას ეძღვნება.

ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას.

ციკლი მოიცავს 10 დახურულ შეხვედრას ღია კონკურსის საფუძველზე წინასწარ შერჩეული მყარი ჯგუფისთვის.

დრო: 19:00 – 22:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

2023

ბანერები