სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები – ამერიკული მიდგომა და გამოწვევები საქართველოსთვის

ღონისძიებები

16 ივნისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი – თანამშრომლობით მართავს საჯარო ლექცია/დისკუსიას თემაზე: „ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები – ამერიკული მიდგომა და გამოწვევები საქართველოსთვის“.

სპიკერები:

  • ბრიჯიტ არიმონდი – ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი (ჩიკაგო, აშშ)
  • დავით სუბელიანი – სამოქალაქო აქტივისტი, თეთრი ხმაურის მოძრაობა

მკაცრი ნარკოპოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პროფესორი არიმონდი განმარტავს, როგორია ამერიკული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, დავით სუბელიანი კი ნარკოპოლიტიკის ცვლილებების საქმეში სამოქალაქო აქტივიზმის როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.

ლექციის მიმდინარეობისას აუდიტორია შეძლებს, სპიკერებს თავისთვის  საინტერესო შეკითხვები დაუსვას.

დისკუსიის მოდერატორითამარ გურჩიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 16 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები