სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე ნაფიცი მსაჯულების სასამართლო

2012 წლის 27 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია ,,ნაფიცი მსაჯულების სასამართლო და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემები". საჯარო ლექციას წარმართავს ქეთევან ჩომახაშვილი, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში უკვე ჩატარებული სამი სასამართლო პროცესის დროს წარმოჭრილ პრობლემებს და იმ პრაქტიკულ საკითხებს, რომელთა მომავალში გათვალისწინებაც დაეხმარება პროცესის მონაწილეებს და საზოგადოებას, სწორად აღიქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი საზოგადოების მოლოდინები. გარდა ამისა, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება შეკითხვები დასვან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებზე.

ბანერები