სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაცია სამოქალაქო სამართლებრივ დავებში”

27 მაისს 16:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,მედიაცია სამოქალაქო სამართლებრივ დავებში”. საჯარო ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - დარეჯან ბიძინაშვილი.

საჯარო ლექციის ფარგლებში განიხილება მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობა, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება საქართველოს სამართალსივრცეში, საკანონმდებლო დანაწესები და მათი პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმები.

ბანერები