სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი საქართველოში"

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ERASMUS+ პროექტის "MEDIATS: Training and Society Transformation" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტებისა და მედიაციის ინსტიტუტით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი საქართველოში".

ლექციას გაუძღვებიან საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი და  Centre for Effective Dispute Resolution (CEDR)-ის მიერ საერთაშორისო აკრედიტირებული მედიატორი ლაშა კალანდაძე.

დასწრება თავისუფალია. 

შენიშვნა: ლექცია ჩაიწერება. 

ლექციაზე დასასწრები ბმული: https://us02web.zoom.us/j/81542911698

ბანერები