სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „შრომითი უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებში: სტანდარტები და პრაქტიკა“

ღონისძიებები

23 ივლისს, 15:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ყვარლის ევროკლუბთან თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო ლექციაზე „შრომითი უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებში: სტანდარტები და პრაქტიკა. ლექციის ფინანსური მხარდამჭერია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.

ლექცია გაიმართება ყვარლის ევროკლუბში (ქ.ყვარელი, ჭავჭავაძის 55, კორპორაცია ქინძმარაული) და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში.

ღონისძიებაზე ჩიკაგოს ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიჯიტ არიმონდი ისაუბრებს აშშ-ის შრომითი უფლებების რეგულირების სფეროზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და შრომითი ურთიერთობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მიზანია ამერიკული გამოცდილების გაზიარება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მინიმალური ხელფასი, ზეგანაკვეთური სამუშაო, ხელფასის გაყინვა, არაანაზღაურებადი სტაჟირება, დისკრიმინაცია, ანაზღაურებადი შვებულება, შრომის უსაფრთხოება და ა.შ.

მომხსენებელი

  • ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი, პრიცკერის სამართლის სკოლა (ჩიკაგო, აშშ)

მოდერატორი

  • ნიკა გურინი, ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი

დრო: 23 ივლისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა:  ყვარლის ევროკლუბი (ქ.ყვარელი, ჭავჭავაძის 55, კორპორაცია ქინძმარაული) 

2022 წელი

 

ბანერები