სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია: საწარმოთა რეგისტრაციის სამართლებრივი საკითხები

ღონისძიებები

2016 წლის 20 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით, საკორპორაციო სამართლის ექსპერტი, კობა ბახტურიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: საწარმოთა რეგისტრაციის სამართლებრივი საკითხები.

საჯარო ლექციის მიზანია, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია სარეგისტრაციო განაცხადის, საწარმოს წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საწარმოთა რეგისტრაციის სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.

საჯარო ლექციის თემატიკა

  • საწარმოს რეგისტრაცია;
  • საწარმოს რეგისტრაციის პირობები;
  • დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა საწარმოს რეგისტრაციისას;
  • სარეგისტრაციო განაცხადი და საწარმოს წესდება;
  • საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება;
  • მინიმალური საწესდებო კაპიტალისა და საწარმოს რეგისტრაციის დაჩქარების ურთიერთმიმართება;
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის საჯაროობის, სისრულისა და უტყუარობის პრეზუმპცია;
  • Doing Business და საწარმოს ერთ დღეში რეგისტრაციის მნიშვნელობა.

მომხსენებლის შესახებ

კობა ბახტურიძე 2003-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში, კულტურული მემკვიდრეობის სამართლის მიმართულებით; 2006 წლის ბოლოდან 2010 წლამდე კი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სხვადასხვა თანამდებობაზე; 2010-2015 წლებში იყო პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი. ამჟამად მუშაობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. არის სხვადასხვა ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი და თანაავტორი.

დრო: 20 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები