სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია: „რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციაში – რეფორმის მიმოხილვა”

27 ოქტომბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით იურისტი (ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) მაკო ღავთაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციაში – რეფორმის მიმოხილვა“.  

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ცვლილება შეეხო რელიგიის თავისუფლების მუხლს; გაფართოვდა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ჩამონათვალი. თავისუფლების შეზღუდვის პირობებს ახალი კრიტერიუმები დაემატა, რაც იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე რელიგიური ორგანიზაციების აზრით, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროში ჩარევის საფრთხეს ქმნის.

დრო: 27 ოქტომბერი, 13:00 სთ

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.  

ბანერები