სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „კაპიტალის ბაზრის თანამედროვე ტენდენციები“

ღონისძიებები

2022 წლის 16 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის ორგანიზებით „კაუკასუს კაპიტალ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორი გიორგი ლოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „კაპიტალის ბაზრის თანამედროვე ტენდენციები“.

„კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი“, ერთ-ერთი მოწინავე საბროკერო კომპანია საქართველოში, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე 2006 წლიდან მოქმედებს. გიორგი ლოლაძე საქართველოს საფონდო ბირჟის ერთ-ერთი დამფუძნებელია, 1999- 2014 წლებში იგი იყო მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

საჯარო ლექცია ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართება და 1,5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

 შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • კაპიტალის ბაზრის ორგანიზება (ძირითადი სუბიექტები და მათი როლი);
  • მოქალაქეთა ინდივიდუალური მონაწილეობის შესაძლებლობა კაპიტალის ბაზარში: შესაძლებელია თუ არა, რომ ყველა ჩვენგანი იყოს ინვესტორი და რა ფორმით;
  • კრიპტოვალუტები (ძირითადი მახასიათებლები, გამოწვევები და სავარაუდო მომავალი).

ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://bit.ly/3HE4GFx.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეხვედრის ბმული.

2022 წელი

 

ბანერები