სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია იუსტიციის სამინისტროში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი)  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“.   პროექტის ფარგლებში  შეირჩა რამდენიმე უმაღლესი სასწავლო დაწესეულება, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის საფუძველზედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის III-IV  სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ერთჯერად ლექცია სემინარს, რომელიც გაიმართება 2013 წლის 3 დეკემბერს 15 საათზე, თბილისში, სსიპ იუსტიციის სახლში. ვინაიდან 2013 წელს  დაგეგმილია საქართველოს მიერთება გაეროს 1961 წლის კონვენციასთან „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ და შემუშავებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი. ლექციის  მიზნია მომავალი თაობის დროულად და სწორად ინფორმირება მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე,. საჯარო ლექციის ხანგრძლივობა წარმოადგენს 2 საათს და მას გაუძღვებიან გლუკის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და  ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის ექსპერტები. ლექციაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით შემდეგ ელ ფოსტაზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge  და მიუთითეთ თქვენი სრული სახელი და გვარი, ასევე პირადი ნომერი. ადგილები შეზღუდულია და ლექციაზე დასწრებიან მხოლოდ პირველი ათი სტუდენტი, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას მითითებულ ელ ფოსტაზე.  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

ბანერები