სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „ევროპული აზროვნება ქართულ საჯარო სამართალში“

ღონისძიებები

4 ივლისს, 20:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია „ევროპული აზროვნება ქართულ საჯარო სამართალში“.

შეხვედრაზე განიხილება, რა გავლენა მოახდინა ევროპულმა სამართლებრივმა აზროვნებამ საქართველოში საჯარო სამართლის ჩამოყალიბებაზე, რა ხედვებით იწერებოდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია და საჯარო სამართლის კანონმდებლობა 1918-1921 წლებში, როგორ გაგრძელდა კანონმდებლობის ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაცია 1991 წლიდან და რა მოცემულობები გვაქვს დღეს. 

მომხსენებლები: კონსტანტინე კუბლაშვილი, სამართლის სკოლის პროფესორი;  გოგა ჩიფჩიური, სამართლის სკოლის მკვლევარი. 

დრო: 4 ივლისი, 20:00 საათი

ლექციაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3OX7q3S

2022 წელი

ბანერები