სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დისკუსია „უკრაინის ომი საერთაშორისო სამართლის ჭრილში“

დისკუსიები

6 აპრილს, 18:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „უკრაინის ომი საერთაშორისო სამართლის ჭრილში“.

დისკუსია გაიმართება ონლაინ Zoom-ის ფორმატში.

დისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/5xsnvt74

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ერთ თვეზე მეტია, რუსული არმია უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებზე. ომის სამართალი იცავს მათ, ვინც არ ან აღარ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, და განსაზღვრავს ომის წარმოების საშუალებებსა და მეთოდებს.

დისკუსიაზე განხილული იქნება ომის დანაშაული, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღსრულებადი ბუნება, რუსეთ-უკრაინის ომის დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი, შეიარაღებულ კონფლიქტებში ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.

მომხსენებლები:

  • საბა ფიფია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • თინა გოლეთიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

მოდერატორი

  • ანა ოვაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

დრო: 6 აპრილი, 18:00 საათი

2022 წელი

 

 

ბანერები