სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დისკუსია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუშაობა საქართველოში“

ღონისძიებები

11 დეკემბერს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუშაობა საქართველოში“.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას მსოფლიოში. IRI მუშაობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის, რათა ისინი კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულნი და ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულნი გახდნენ. ორგანიზაცია მოქალაქეებს ეხმარება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მართვაში. მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან, ასევე ქალებსა და ახალგაზრდებთან, რომ ისინი ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
IRI საქართველოში 1999 წლიდან მუშაობს.

მომხსენებელი – ჯონ დიპირო, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

მოდერატორი – კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

 „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ ტრენინგში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


სამუშაო ენა: ინგლისური (თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)

დრო: 11 დეკემბერი, 15:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები