სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დისკუსია „გერმანული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობა"

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდoტორიაში მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „გერმანული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობა".  დისკუსიაზე განხილული იქნება გერმანული საარჩევნო მოდელის შესაბამისობა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან და თავად გერმანული მოდელის შინაარსი. შეხვედრა ერთგვარი გამოხმაურება იქნება ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიისა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.  

მომხსენებლები: თამარ კორძაია – ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი;

ალიკა კუპრავა – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი;

მოდერატორი – კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის  ხელმძღვანელი.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ საჯარო ლექციაზე დასწრება  შეფასდება 1%-ით.


დრო: 22 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობაA101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები