სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დისკუსია „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა: საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები“

დისკუსიები

27 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა: საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები“.

საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

ღონისძიებაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/2p8pvvas

28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე მოთხოვნა დაჩქარებული წესით გააკეთა, 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, ხოლო 11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარის პირველი ნაწილი ჩაიბარა.

საჯარო დისკუსიაზე მომხსენებელთან ერთად ვისაუბრებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მნიშვნელობაზე, რა პროცედურულ ეტაპებს მოიცავს წევრობაზე განაცხადის გაკეთება, კითხვარის შევსება და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო.

მომხსენებელი

ვანო ჩხიკვაძე, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოების ფონდი

მოდერატორი:

ნატო მირზაშვილი, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სამუშაო ენა: ქართული

თარიღი: 27 მაისი, 19:00 საათი

2022 წელი

ბანერები