სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2014 წლის 23 აპრილს, საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი” (SAKPATENTI), ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ”თბილისი” (ELSA TBILISI) და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს ­ ”ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!”

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

1. კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი - იურისპრუდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი - სულ უფრო მეტად ექცევა ექსპერტებისა და სპეციალისტების ყურადღების ცენტრში.
კონფერენცია მიზნად ისახავს მონაწილეთა ცნობიერების ინტელექტუალური სამართლის კუთხით ამაღლებას.
კონფერენციის ფარგლებში სპეციალისტები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, რაც მონაწილეებს დაეხმარება, უკეთ გაერკვნენ ინტელექტუალური და განათლების სამართლის როგორც შიდა კანონმდებლობაში, ასევე საერთაშორისო ტენდენციებში. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ პრობლემატიკას. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის მხარდაჭერით, განხილული იქნება პროგრამული უზრუნველყოფისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დაცვის იურიდიული ასპექტები. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.

რეგისტრაცია:

სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1_B9I8501zm45W_PtxA­dQagCV_Nv6nSz_1r0R6xIsi8/viewform
შეირჩევა 50 მონაწილე.

2. კონფერენცია - „საავტორო სამართალი სკოლის მოსწავლეებისთვის“

კონფერენციის ფარგლებში ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები სკოლის მოსწავლეებს გააცნობენ ზოგად ინფორმაციას საავტორო სამართლის შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 8­12 კლასის მოსწავლეებს.

რეგისტრაცია:


სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1oY02WmBxlFH26_f51p0XT1aASfRJNXrwNZgttw0vC9g/viewform
შეირჩევა 25 მონაწილე.

3. აქცია ­ „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“


აქციის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები და ცნობილი ქართველი ხელოვანები საჯარო სივრცეში გაავრცელებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და უზრუნველყოფენ მოსახლეობის ინფორმირებას.

რეგისტრაცია:

სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1o­O36v1PdNEkBjl6zouJBjtBH3HoGARQfczB53GS9Cw/viewform
შეირჩევა 15 მონაწილე.

4. საქველმოქმედო პოეზიის საღამო

პოეზიის საღამო გაიმართება მწერალთა სახლში. მასში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართველი ლიტერატურის მოღვაწეები.
აღნიშნული ღონისძიებები საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხა რევაზ ინანიშვილის სახლ­მუზეუმის (კახეთი) რესტავრაციას მოხმარდება.

რეგისტრაცია:

სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1kMp9FWV6MHhydbnFYxlNevbprJqtMcxosdcYKMpS81k/viewform
პოეზიის საღამოს დაესწრება პირველი 50 აპლიკანტი.

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 22 აპრილი, 18:00 საათი.
ღონისძიებების განრიგი იხილეთ საიტზე:
https://docs.google.com/document/d/1vDgGJ6sByy5_H8HQP5J_E5XwyTDCsMKf4d8r1GD3Ll8/edit

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✆ (+ 995 555) 11 47 74 / (+ 995 555) 47 55 37
✉ Tbilisi@elsa.ge

ბანერები