სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საადვოკატო ბიურო ”OK & CG” - სტაჟირება

საადვოკატო ბიურო ”OK & CG” აცხადებს სტაჟირებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის სფეროებში.

სტაჟირების ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება, გაიაროს პრაქტიკული და თეორიული კურსი ჩვენს საადვოკატო ბიუროში, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

● საქმის დაგეგმვის ეტაპების შესწავლა;
● იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკის შესწავლა;
● ახალი დოკუმენტების შედგენა;
● ადვოკატების მეთვალყურეობით მარწმუნებლების ინტერესების დაცვა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში.

მას, ვისაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟირება ჩაეთვლება ადვოკატის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტაჟირების სავალდებულო პერიოდად, რის შედეგადაც შეძლებს გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

სტაჟირების კურსის მონაწილე შეიძლება იყოს:

ა) პირი, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ან მე–4 კურსზე.
ბ) პირი, რომელიც ფლობს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო საფეხურის დამადასტურებელ დიპლომს.

აუცილებელი მოთხოვნები:

* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* გუნდური მუშაობის უნარი.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 1 წელი.
საფასური განისაზღვრება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@myadvokat.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 2014 წლის 25 ოქტომბერი

კონკურსის შედეგად შერჩეულ პრეტენდენტთა შორის ბიუროს ხელმძღვანელი შეარჩევს ერთ წარჩინებულ მონაწილეს, რომელიც სტაჟირების განმავლობაში გათავისუფლდება სტაჟირების გადასახადისგან.

კონკურსი ითვალისწინებს ორ ეტაპს:

● CV-ის შეფასება;
● გასაუბრება;

CV-ის საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება შედგება 2014 წლის 26 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე.
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდებიან 2014 წლის 30 ოქტომბერს.

კონკურსში გამარჯვებული პირები საადვოკატო ბიუროში ”OK & CG” სტაჟირებას დაიწყებენ 2014 წლის 01 ნოემბრიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 247 67 67; 2 47 87 87; ან იხილეთ ვებგვერდი:

ბანერები