სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რიგგარეშე მობილობა სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

ახალი ამბები

გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის 5 ვაკანტურ ადგილზე.

სტუდენტებმა, რომელთაც სურთ რიგგარეშე მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები PDF ფორმატით უნდა გამოგზავნონ 2021 წლის 8 დეკემბერს (დღის ბოლომდე) სამართლის სკოლის ელფოსტაზე: lawfacuty@iliauni.edu.ge.

შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2021 წლის 1 ნოემბრის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი 3X4, ელვერსია.

შენიშვნა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

9 დეკემბერს განიხილება სტუდენტთა სასწავლო ბარათები და შედგება კრედიტების აღიარების დოკუმენტები;

10 დეკემბერს ჩატარდება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენასა და სპეციალობაში (წერითი ფორმით), მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, კორპ. A, ოთახი 405;

10:00 სთ – ინგლისური ენის წერითი გამოცდა;

12:00 სთ – წერითი გამოცდა (კაზუსი).

11 დეკემბერს კონკურსგავლილი სტუდენტები გაეცნობიან ინფორმაციას აღიარებული კრედიტების შესახებ და გააფორმებენ ხელშეკრულებას.

შენიშვნა: ხელშეკრულების გაფორმების დროს სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ელფოსტით გამოგზავნილი ყველა საჭირო დოკუმენტის დედანი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

2021 წელი

ბანერები