სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია

დისკუსიები

18 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართება ლანა ღოღობერიძის ფილმის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია.

ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტზე, რომელსაც საქმიანობის გამო საზოგადოებრივი თუ ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად ბევრი ადამიანი მიმართავს. მუდმივად დატვირთული, სხვის საქმეებზე მზრუნველი, მთავარი გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის დრო აღარ რჩება. ფილმში წარმოჩენილია განსხვავებული მსოფლმხედველობისა და სოციალური ფონის მქონე ქალების დამოკიდებულება ცხოვრების სხვადასხვა ასპექტისა და, ზოგადად, ქალის როლის მიმართ.

თავად რეჟისორი ნამუშევარს ასე აფასებს: „ეს არის ფილმი ქალის პირად დრამაზე, ტკივილიანი წარსულის ტვირთით, და სხვა ქალებზე, სასოწარკვეთილებზე, ვისაც ბედმა არ გაუღიმა, და ქალებზე, რომლებიც კმაყოფილები არიან თავისი არსებობით, უფრო ზოგადად, ეს არის ფილმი ქალსა და ეპოქაზე, ქალსა და დროზე”.

  • მომხსენებელი ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი
  • მოდერატორი მარი დევიძე, ადამიანის უფლებათა მიმართულება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/ykx3j5e6
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, ტრადიციულად, ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება.

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მისი მიზანი ისტორიასა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალის წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები