სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ქალთა ისტორიის თვე ილიაუნიში

ღონისძიებები

27-31 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან –„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - თანამშრომლობით, მარტში ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს.

ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანია ქალთა ისტორიული მიღწევების და მათი მნიშვნელობის წარმოჩენა.


ღონისძიებათა განრიგი

დრო: 27 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

საჯარო ლექცია და დისკუსია: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში“

მომხსენებელი: თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე

ლექციის/დისკუსიის შესახებ: თამარ ჩუგოშვილი მიმოიხილავს ქვეყნის გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხედვას და სამოქმედო გეგმას.


დრო: 28 მარტი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: A409 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

კინოჩვენება და დისკუსია: ფილმი - „დამალული ფიგურები“

კინოჩვენების შესახებ: „დამალული ფიგურები“ აფრო-ამერიკელი მათემატიკოსი ქალების შესახებაა, რომლებიც დაეხმარნენ აშშ-ის პირველ კოსმონავტს, ჯონ გლენს, გამგზავრებულიყო ორბიტაზე.


დრო: 29 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

საჯარო დისკუსია: „ქალთა უფლებები აშშ-ის არჩევნების შემდეგ“

მოდერატორი: თამარ გურჩიანი - ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი

დისკუსიის შესახებ: საჯარო დისკუსია მოეწყობა ქალთა უფლებადამცველების, მეგი ოსდობი კატზისა და მაკა მეშველიანის მონაწილეობით: განხილული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გავლენა ქალთა მოძრაობაზე აშშ-ში და დანარჩენ მსოფლიოში.


დრო: 31 მარტი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

საჯარო დისკუსია: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა

მოდერატორი: თამარ გურჩიანი - ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი

დისკუსიის შესახებ: საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: ქეთევან სარაჯიშვილი (საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო), მაკა ფერაძე (პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი), ანა ილურიძე (გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახალხო დამცველის ოფისი). დისკუსიის მონაწილეები მიმოიხილავენ კონვენციის რატიფიკაციისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

2017 წელი


საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: მარიამ მელქაძე - ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი
ტელ.: 555 285 312
ელფოსტა: mariami.melkadze.2@iliauni.edu.ge

ბანერები