სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ქალი უფლებადამცველები ილიაუნიში

ღონისძიებები

5 და 8 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - თანამშრომლობით, აწყობს პანელურ დისკუსიებს სახელწოდებით: „ქალი უფლებადამცველები ილიაუნიში“. ამ ღონისძიებებით, სამართლის სკოლა უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე - ანუ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღიდან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღემდე - მიმდინარეობს.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უფლებადამცველი ქალები, რომლებიც როლური მოდელები არიან.

5 დეკემბრის პანელური დისკუსიის მონაწილეები:

  • ეკატერინე იმერლიშვილი (ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი)
  • ბაია პატარაია (ორგანიზაცია „საფარი“)
  • ანა ნაცვლიშვილი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)
  • ეკატერინე სხილაძე (სახალხო დამცველის ოფისი)

8 დეკემბრის პანელური დისკუსიის მონაწილეები:

  • მარიამ მიქიაშვილი (ორგანიზაცია „მირიანი“)
  • ნინო ბაიდაური (პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის)
  • ანა აბაშიძე (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის)
  • ნათია გვიანიშვილი (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი)

დისკუსიათა მოდერატორი: თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი

დისკუსიათა თემატიკა:

  • გენდერული ძალადობა და სექსუალური შევიწროება საქართველოში;
  • უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებები.

დრო და ადგილმდებარეობა:
5 დეკემბერი, 19:00 საათი, ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
8 დეკემბერი, 19:00 საათი, ილიაუნის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

2016 წელი

ბანერები