სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ შტეფან ვერბკას ლექციების ციკლი იაპონურ სამართალში

ღონისძიებები

15-19 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით ვენის უნივერსიტეტის პროფესორი შტეფან ვერბკა წაიკითხავს ლექციების ციკლს იაპონურ სამართალში.

კურსი მოიცავს თემების   სამართლებრივი ისტორია, კონსტიტუციური, სამოქალაქო და ბიზნესსამართალი, ასევე საკორპორაციო და შრომის სამართალი, პრაქტიკული მაგალითები    სიღრმისეულ გაცნობას იაპონური სამართლის შედარებითი სამართლის პერსპექტივიდან.

კურსი ხელს უწყობს სტუდენტების ინტერნაციონალიზაციასა და სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის სამართლებრივ მახასიათებელთა ურთიერთგაგებას.

კურსი მოიცავს 5 შეხვედრას – 15, 16, 17, 18 და 19 იანვარს (თითოეულის ხანგრძლივობაა 90 წუთი).

კურსის გავლა შეუძლიათ სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია შესაბამის ბმულზე:

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით

კურსის გავლას შეძლებს 20 სტუდენტი. უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

კურსის დასასარულს, ჩატარდება გამოცდა და გაიცემა სერტიფიკატი. 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო:

15 იანვარი, 10:00-11:50;

16 იანვარი, 10:00-11:50;

17 იანვარი, 12:00-13:50;

18 იანვარი, 10:00-11:50;

19 იანვარი, 10:00-11:50

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2023 წელი

 

ბანერები