სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ გაბორ ჰამზას საჯარო ლექცია: კონსტიტუციური სამართლის განვითარება - უნგრეთის მაგალითი

ღონისძიებები

25 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებითა და უნგრეთის საელჩოს ხელშეწყობით, პროფესორი გაბორ ჰამზა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: კონსტიტუციური სამართლის განვითარება - უნგრეთის მაგალითი.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი გაბორ ჰამზა ხელმძღვანელობს Eötvös Loránd-ის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) სამოქალაქო სამართლის მიმართულებას. ის ასევე გახლავთ ევროპის სამართლის აკადემიის სამოქალაქო და შედარებითი სამართლის მიმართულების პრეზიდენტი; უნგრეთის პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომისიის წევრი და მრჩეველი; ბუდაპეშტის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

პროფესორი ჰამზა 20-მდე წიგნის და ათასზე მეტი სტატიის, მონოგრაფიის და კვლევის ავტორი თუ თანაავტორია. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკადემიური მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 25 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები