სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ერიკ იენსენის საჯარო ლექცია - სამართლებრივი ინსტიტუტების ევოლუცია: არის თუ არა კანონის უზენაესობა ქვეყნის განვითარების წინაპირობა

ღონისძიებები

23 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტენფორდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ერიკ იენსენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სამართლებრივი ინსტიტუტების ევოლუცია: არის თუ არა კანონის უზენაესობა ქვეყნის განვითარების წინაპირობა“.

პოფესორი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე მიმოიხილავს ინსტიტუციური განვითარებისა და კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისათვის აუცილებელ წინაპირობებს და უპასუხებს შეკითხვას, განაპირობებენ თუ არა დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას.

შეხვედრის მოდერატორი: ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, კონსტანტინე ვარძელაშვილი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 23 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები