სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ანდრაშ შაიოს საჯარო ლექცია კონსტიტუციონალიზმის გამოწვევების შესახებ

ახალი ამბები

20 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ანდრაშ შაიოს საჯარო ლექცია თემაზე „კონსტიტუციონალიზმის გამოწვევები: ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციონალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო განწყობებისა და პოპულიზმის ზრდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“.

ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორ ანდრაშ შაიოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. 

ლექცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის  „კონსტიტუციური სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ ფარგლებში.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი ანდრაშ შაიო არის სამართლის გამორჩეული თეორეტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში. ის მრავალი წიგნის ავტორია როგორც კონსტიტუციურ სამართალში, ასევე ადამიანის უფლებებისა და მედიასამართალში.  2008 წელს ის არჩეული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წევრად, ხოლო 2015-2017 წლებში - ამავე სასამართლოს ვიცეპრეზიდენტად. მის სახელს უკავშირდება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU)  სამართლის სკოლის დაარსება. 

დამატებითი ინფორმაცია

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. 

დრო: 20 ივლისი, 17:00 საათი 

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია, ი.ჭავჭავაძის გამზირი N32 

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები