სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს გაეროს ასოციაციის ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამების დირექტორთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან

3 ნოემბერი (ოთხშაბათი) – 16:00. A101 აუდიტორია.

პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს გაეროს ასოციაციის ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამების დირექტორთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან.

მომხსენებელი: ქალ-ნი ქეთევან ქამაშიძე – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, იურიდიული განყოფილება

თემა: გლუკი-ს მანდატი და ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვა - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სააგენტოის ძირითადი ამოცანების, საქმიანობის მიმოხილვა და მისი როლი ლტოლვილთა და გლუკის ინტერესების სფეროში მყოფ პირთა დაცვის საქმეში.

მომხსენებელი: ქალ-ნი ხათუნა მადურაშვილი საქართველოს გაეროს ასოციაცია, ლტოლვილთა და მიგრაციის პროგრამების დირექტორი 

თემა:  საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრაქტიკა თავშესაფრის სფეროში - თავშესაფრის უფლება საქართველოში, თავშესაფრის სისტემა, არ-გაძევების პრინციპი, ნორმატიული აქტების შესაბამისობა საერთაშორისო ინსტრუმენტებთან, ადმინისტრაციული პრაქტიკა.

ბანერები