სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პრაღის საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია

მიმდინარე წლის 28-31 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური აკადემიური კონფერენცია. სადაც მოხსენებით გამოვიდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ახალგაზრდა მკვლევარი კარლო გოდოლაძე. მისი გამოსვლა ეხებოდა საქართველოს საკონსტიტუციო ლანდშაფტის ანალიზსა და ზოგადად საქართველოს კონსტიტუციურ ტრანსფორმაციას. პრეზენტაციის შემდგომ უცხოელ მკვლევარებსა და პროფესორებთან გაიმართა დისკუსია, ქართული სისტემის სამომავლო გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მომავალში, კვლავაც გააგრძელებს, საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე ქართული სამეცნიერო აზრის თანმიმდევრულად წარმოჩენას.

ბანერები