სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პოლონეთის სასამართლოების დამოუკიდებლობა და სამოქალაქო საპროცესო თემატიკა – პროფესორ ანა კოსციუეკის საჯარო ლექცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

2 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რჟეშუვის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორი, სამოქალაქო პროცესის დეპარტამენტის უფროსი ანა კოსციუეკი (Professor Anna Kościółek - Head of the Department of Civil Procedure, University of Rzeszow, Poland) წაიკითხავს საჯარო ლექციას პოლონეთის სამოქალაქო საპროცესო თემატიკის შესახებ, პოლონეთის ევროკავშირთან მიერთებისა და პოლონეთის სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხებზე.

მომხსენებელი განიხილავს პოლონეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, ქვეყნის სასამართლოებსა და სასამართლო ინსტანციებს, საქმის განხილვის წესსა და სამოქალაქო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, ისაუბრებს პოლონეთის ევროკავშირთან მიერთებისა და პოლონეთის სასამართლო რეფორმის საკითხებზე, რომლებიც მწვავე დებატების საფუძველი გახდა ევროკავშირსა და პოლონეთს შორის.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 2 მაისი, 13:00-15:00 სთ.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები