სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ასპექტები

სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. 3 დეკემბერს 18:30 საათზე აუდიტორია A101-ში გაიმართება შეხვედრა თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ასპექტები“.

მონაცემთა დამუშავება ძალზედ ინტენსიური და მრავალეფეროვანი გახდა, რასაც ხელს უწყობს ტექნიკური საშუალებების გამოყენება და დამუშავების გამარტივებული პროცესი. ცალსახაა, რომ არსებული ვითარება წარმოშობს რისკებს ფიზიკური პირებისათვის, მათი უფლებების დაცვის კუთხით.

მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვისა და პერსონალური მონაცემთა კანონიერი დამუშავების უზრუნველყოფისთვის.

შეხვედრაზე მიმოხილული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი საკითხი, კერძოდ: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და პერსონალურ მონაცემთა ადგილი ადამიანის პრივატულ სფეროში; მონაცემთა კანონიერი დამუშავების უზრუნველყოფა და მონაცემთა სუბიექტის უფლებები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის საკვანძო საკითხები; მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის  სამომავლო ტენდენციები.
მომხსენებელი – კახაბერ გოშაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურისტი, საჯარო სამართლის მაგისტრი.

მოხსენების ხანგრძლივობა 1 საათი.
კითხვა–პასუხის ხანგრძლივობა 30 წუთი.
დასწრება თავისუფალია.

ბანერები