სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ონლაინდისკუსია: „რუთ ბეიდერ გინსბურგის ცხოვრება მისივე სიტყვებით“

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით და სამართლის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით ამერიკის უზენაესი სასამართლოს ახლახან გარდაცვლილი წევრის, რუთ ბეიდერ გინსბურგის პატივსაცემად გამართავს დისტანციურ დისკუსიას. დისკუსიას პლატფორმა Zoom-ის საშუალებით შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი.

„ჩვენმა ერმა დაკარგა ისტორიული მნიშვნელობის იურისტი. ჩვენ კი უზენაეს სასამართლოში დავკარგეთ ძვირფასი კოლეგა. დღეს ჩვენ ვგლოვობთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი თაობა რუთ ბეიდერ გინსბურგს  სამართლიანობისთვის დაუღალავ და შეუპოვარ მებრძოლად გაიხსენებს,ისე, როგორც ჩვენ მას ვიცნობდით“, ასე გამოეხმაურა ამერიკის უზენაესი სასამართლო სასამართლოს ისტორიაში მეორე ქალი მოსამართლის, ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის სამართლებრივი ბრძოლის ერთ-ერთი შემოქმედის, კულტურულ და ფემინისტურ სიმბოლოდ ქცეული რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებას.

მომხსენებლები: ნინო ბაქაქური უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; თამარ გურჩიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ნუცა მაზანაშვილი, მარი დევიძე, დავით მჟავანაძე, ვიკა დარსალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები

მოდერატორი: მარიამ მელქაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

დრო: 27 ოქტომბერი, 19:00 საათი



ბანერები