სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნოტარიატი და მისი განვითარების პერსპექტივები

8 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "ნოტარიატი და მისი განვითარების პერსპექტივები". ლექციას კითხულობდა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. ლექცია ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ.

ქალბატონმა ნინომ ისაუბრა ზოგადად სანოტარო სისტემაზე, ნოტარიუსის საქმიანობაზე და იმ პრინციპებზე, რომელსაც უნდა იცავდეს იგი, მიმოიხილა ნოტარიუსთა პალატის სტრუქტურა და საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ. იგი ასევე შეეხო იმ  სიახლეებს, რომლებიც
დაემატა საქართველოს ნოტარიუსთა მომსახურების სერვისს, ესენია: სანოტარო მომსახურება ონლაინ-რეჟიმში, ელექტრონული ბაზა, რომლის
საშუალებითაც ნებისმიერ ნოტარიუსს აქვს საშუალება, მოიძიოს სხვა ნოტარიუსის მიერ წარსულში დამოწმებული ანდერძი  და სხვა.

ლექციას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები. ლექცია დასრულდა კითხვა-პასუხით.

ბანერები