სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნიდერლანდების ბიზნესაკადემიის რექტორის ლექციათა ციკლი სამართლის სკოლის მედიაციის მოდულის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

2021 წლის 15, 22, 29 აპრილს და 6 მაისს ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS კოორდინატორმა, ნიდერლანდების ბიზნესაკადემიის რექტორმა იან ვან ზვიტენმა ჩაატარა ლექციები სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და მედიაციის მოდულის სტუდენტებისთვის.

შეხვედრებზე სტუდენტებს გაეცნენ ინფორმაციას მედიაციასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:

  • მედიაციის ეტაპების მიმოხილვა; განსხვავება მედიაციასა და ქოუჩინგს შორის;
  • მედიაციის დროს ინვენტარიზაციის მნიშვნელობა;
  • მედიაციის დროს შეკითხვების მნიშვნელობა;
  • მედიაციის დროს ემოციების მართვა.

ლექციები მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის ჯგუფურ მუშაობას.

ლექციათა ციკლი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS-ის ფარგლებში.

ბანერები