სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და პრევენცია

9 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია/სემინარი "მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირებისა და მოქალაქეობის არქონის პრევენციის შესახებ".

ლექცია/სემინარს კითხულობდნენ: ნატო გაგნიძე  - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი; გიორგი ამისულაშვილი - იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სოფო ჯამბაზიშვილი - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.

შეხვედრაზე მათ ისაუბრეს მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ და 1961 წლის მოქალაქეობის არქონის შემცირების შესახებ კონვენციებში გაწევრიანებისა და მათი განხორციელების საკითხებზე. ისაუბრეს აღნიშნულ საკითხებში საქართველოს გამოცდილებაზე, მოიყვანეს სტატისტიკური მაჩვენებელი, კერძოდ, 2011 წლის ივლისის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სულ 1781 დე იურე მოქალაქეობის არმქონე პირია გამოვლენილი და დარეგისტრირებული ხელისუფლების მიერ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მშობლების მხრიდან ახალშობილთა დარეგისტრირების საქმეში შეიმჩნევა ნაკლოვანება, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მოქალაქეობის არმქონეთა რიცხვი უფრო მაღალია.

ლექციას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები. ლექციის შემდეგ გაიმართა
კითხვა-პასუხი.

ბანერები