სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მობილობა

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2014 - 2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2015 წლის 9 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
განცხადება ივსება ადგილზე. მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტი დარეგისტრირებულია ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით და იმ საბაკალავრო პროგრამისა და მიმართულების სახელწოდება, რომელზეც სურს მობილობის წესით ჩარიცხვა.

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
გ) ცნობა, გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2015 წლის 1-ლი თებერვლის შემდეგ
(სტუდენტის სტატუსის, გრანტის, სასწავლო პროგრამის დასახელების, სწავლის საფასურის ოდენობისა და მის მიმართ
გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა და ხელშეკრულებების გაფორმება  შედგება 16 თებერვლას 15:00 საათზე A 406 ოთახში. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება სავალდებულოა!

ბანერები