სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე 2022-2023

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

2021 წელს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების დროს გამოყენებული ტესტების ნიმუშები:

რეგისტრაციის ვადები და პროცედურები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრობის კანდიდატებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 23:59 საათის ჩათვლით. 

ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 15 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) 2022 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

გ) ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი წესით:                                                                                                      

ა) კერძო (ბიზნეს) სამართალის სამაგისტრო პროგრამა: ა) კაზუსი, ესე(60%) ნიმუში; ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (40 %).

ბ) საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: ა) კაზუსი, ესე, (60%) ნიმუში; ბ) ნგლისური ენის გამოცდა B2 დონე (40%) .

გ) სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა: ა) კაზუსი, (60 %) ნიმუში; ბ) ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (40%).

კონკრეტული გამოცდების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 29 აგვისტოსი.

პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატთა პირველადი შეფასებები მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2022 წლის 7 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატთა სააპელაციო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს სამართლის სკოლის ელექტრონულ მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge 2022 წლის 8-9 სექტემბერს.

სააპელაციო განაცხადები განიხილება 2022 წლის 12-14 სექტემბერს.

2022 წლის 15 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება გამოცდებგავლილი მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები – აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, მხოლოდ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, შეფასების, სკოლისა და პროგრამის მითითებით.


ხელშეკრულებების გაფორმება

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2022 წლის 16 სექტემბრიდან და გაგრძელდება 21 სექტემბრის ჩათვლით (მათ შორის 16, 17, 19 სექტემბერი – ძირითადი სია, 20, 21 სექტემბერი – სარეზერვო სია), 10:00-დან 18:00 საათამდე. ხელშეკრულებების გაფორმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 32).

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტსდიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ბათილი იქნება გამოცემის მომენტიდან.

სწრაფი ბმულები

2022 წელი
ბანერები